„ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები“ – ეკა კუპატაძე
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს: „სავარაუდოდ, დღეს — 28 აპრილს, 16:00სთ-ზე, მომიწევს ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება. სავარაუდოდ-თქო ვამბობ იმიტომ, რომ დღეს სასამართლო პროცესზე წესით უნდა დაიკითხოს ნია იმნაძე. მისი ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაძლოა სასამართლო პროცესზე გაუსკდეს გული, ან მოკლან კუპატაძე-ავალიანებმა! და ვინაიდან, დიდი ალბათობით არ მოვა ნია იმნაძე პროცესზე, დავრჩი მხოლოდ მე. ვაფრთხილებ ყველა ექიმს, კანონის მთელი სიმკაცრით აგებთ პასუხს, თქვენს ხელმოწერილ ცნობებზე! როგორც იცით, მოწმის სახით ჩემი დაკითხვა არ ხდება, მაგრამ… The post „ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები“ – ეკა კუპატაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →