მეუფე შიომ 20 ხმა მიიღო, მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა 7-7 – სინოდის გადაწყვეტილება
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი ექვსი პრეტენდენტიდან შეარჩიეს. პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა. სამი კანდიდატიდან საბოლოოდ პატრიარქს გაფართოებული საეკლესიო კრება ფარული ხმის მიცემით შეარჩევს. გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს… The post მეუფე შიომ 20 ხმა მიიღო, მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა 7-7 – სინოდის გადაწყვეტილება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →