მეუფე ნიკოლოზი გაფართოებულ კრებაზე: „მე ვფიქრობ, რომ მეუფე შიომ შეიძლება მეტი ხმაც კი მიიღოს“
„მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტი ხმაც კი მიიღოს“, – ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა შეკითხვას, შეინარჩუნებს თუ არა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მხარდაჭერების რაოდენობას გაფართოებული კრებისთვის. მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებით, „ძნელი სათქმელია“, რომ დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა გაფართოებულ კრებაზე 20 ხმა მიიღონ. „არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ [უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს]… არ ვიცი რა იქნება იმიტომ, რომ უკვე გასაგებია ღვთის ნება როგორია, დღეს უკვე ცხადია. იმ კანდიდატებმა [მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი] ოცზე მეტი ხმა მიიღოს, ძნელი სათქმელია. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები“,… The post მეუფე ნიკოლოზი გაფართოებულ კრებაზე: „მე ვფიქრობ, რომ მეუფე შიომ შეიძლება მეტი ხმაც კი მიიღოს“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →