სიახლე

საბერძნეთში 89 წლის კაცს ხუთი ადამიანის დაჭრას ედავებიან

მედიაცენტრი

საბერძნეთში 89 წლის კაცს ხუთი ადამიანის დაჭრას ედავებიან. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სამშაბათს, ათენის კერამეიკოსის რაიონში მდებარე სოციალური დაცვის სააგენტოში გახსნა, სადაც თანამშრომელი ფეხის არეში დაჭრა. ამის შემდეგ, დაახლოებით 5 კილომეტრის მოშორებით მდებარე ამბელოკოპის სასამართლოს შენობაში მივიდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და იქ სანადირო თოფი დატოვა. ორივე ლოკაციაზე პოლიციაა მობილიზებული, სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მამაკაცი სანაოსნო ქალაქ პატრაში, ავტოსადგურთან მდებარე სასტუმროში დააკავეს დაკავებისას მას თან მეორე იარაღი — დატენილი 38 კალიბრიანი რევოლვერი ჰქონდა. The post საბერძნეთში 89 წლის კაცს ხუთი ადამიანის დაჭრას ედავებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი