რის გამო მოუწევთ მძღოლებს გაზრდილი ჯარიმების გადახდა – რა იცვლება 1-ელი მაისიდან
მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მძღოლებს გარკვეული დარღვევებისთვის გაზრდილი ჯარიმები დაეკისრებათ. აღნიშნულს ითვალისწინებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილები, რომლის მიხედვითაც, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. მათ შორის, კანონში შეტანილი ცვლილებებით, შემოდის ახალი სამართალდარღვევა, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება. ამასთან, ცვლილებები, რომელიც 1-ელი მაისიდან ამოქმედდება, ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. მკაცრდება პასუხისმგებლობა საავტობუსო ზოლში მოძრაობაზე და ამ დარღვევისთვის მძღოლებს, გარდა ფულადი ჯარიმის დაკისრებისა, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულებიც ჩამოეჭრებათ, გაზრდილი ჯარიმები: 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის… The post რის გამო მოუწევთ მძღოლებს გაზრდილი ჯარიმების გადახდა – რა იცვლება 1-ელი მაისიდან appeared f…
პირველწყარო →