მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.1 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. ამავე დროს, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. The post მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →