პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო, – ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, პიტ ჰეგსეტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პენტაგონმა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული 400 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა უკვე გამოყო. „დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეს 400 მილიონი ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი და ეს თანხა უკვე გამოთავისუფლდა“, – აღნიშნა ჰეგსეტმა. მანამდე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მიჩ მაკკონელმა The Washington Post-ში სტატია გამოაქვეყნა და პენტაგონი კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხების გამოყოფის შეფერხების გამო გააკრიტიკა. მიჩ მაკკონელმა თანხის გამოყოფის შეფერხებაში… The post პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →