სიახლე

რამდენ ხმას მიიღებს მეუფე შიო კენჭისყრის მეორე ტურში – რას ამბობს ანდრია ჯაღმაიძე

მედიაცენტრი

„ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება“, – განაცხადა „იმედის” ეთერში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, რადგან თავად საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრშია, 90%-იანი სიზუსტით შეუძლია თქვას, ვინ ვის მისცა ხმა. “არ ველოდებით, რომ პოზიციები შეიცვლება. ახლა იყო კენჭისყრა 6 კანდიდატს შორის და მერე იქნება კენჭისყრა 3 კანდიდატს შორის. ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება. მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, იმიტომ, რომ ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყრდის გამორჩევის პროცესი”, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. The post რამდენ ხმას მიიღებს მეუფე შიო კენჭისყრის მეორე ტურში – რას ამბობს ანდრია ჯაღმაიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი