ევროკავშირი უკრაინისთვის მოკლევადიანი შეღავათების პაკეტს ამზადებს
ევროკავშირი დაჩქარებული წესით გაწევრიანების ნაცვლად უკრაინისთვის მოკლევადიანი შეღავათების პაკეტს ამზადებს, – ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია უკრაინისთვის გარკვეული შეთავაზების პაკეტს ამზადებენ, მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის დაჩქარებული წესით სრულუფლებიან წევრობაზე უარი თქვეს. ახალი შეთავაზება უკრაინისთვის საერთო ბაზარზე უფრო ფართო წვდომას, ასევე, ევროკავშირის პროგრამებსა და ინსტიტუტებში უფრო აქტიურ მონაწილეობას მოიცავს. გამოცემა წერს, რომ წინადადება მას შემდეგ მომზადდა, რაც მარტში ბრიუსელში გამართულ სამუშაო სადილზე ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების, ე.წ. უკუგაფართოების იდეას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემდა, რომ… The post ევროკავშირი უკრაინისთვის მოკლევადიანი შეღავათების პაკეტს ამზადებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →