სიახლე

ფასების კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა გამოაქვეყნა

GuriaNews

ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საქმიანობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, კვლევა შეეხო საქართველოს ეკონომიკის ოთხ მნიშვნელოვან სექტორს — კვების პროდუქტებს, FMCG ბაზარს, მედიკამენტებსა და საწვავს, _ იუწყება “ტვ პირველი”. ბერეკაშვილის თქმით, კომისიამ ფართომასშტაბიანი მუშაობა ჩაატარა: გაიმართა შეხვედრები 62 წამყვან კომპანიასთან, დამატებით შესწავლილი იქნა 82 კომპანიის საოპერაციო ხარჯები, ბიზნესპროცესები და […] The post ფასების კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა გამოაქვეყნა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საქმიანობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, კვლევა შეეხო საქართველოს ეკონომიკის ოთხ მნიშვნელოვან სექტორსკვების პროდუქტებს, FMCG ბაზარს, მედიკამენტებსა და საწვავს, _ იუწყება “ტვ პირველი”.

ბერეკაშვილის თქმით, კომისიამ ფართომასშტაბიანი მუშაობა ჩაატარა: გაიმართა შეხვედრები 62 წამყვან კომპანიასთან, დამატებით შესწავლილი იქნა 82 კომპანიის საოპერაციო ხარჯები, ბიზნესპროცესები და ფინანსური მდგრადობა. პარალელურად, სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები, სადაც ფასების მონიტორინგი ხდებოდა სხვადასხვა სავაჭრო ქსელში, განსაკუთრებით — საბაზისო პროდუქტებზე.

ბერეკაშვილის განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში FMCG ბაზარი მუშაობს ე.წ. „ფასდაკლებების მოდელით“, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით. შედეგად, რეალური, შეწონილი ფასი ხშირად დაბალია საწყის, დახლის ფასთან შედარებით. მსგავსი მოდელი, მისი თქმით, გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში.

კომისიის დასკვნით, საბოლოო სამომხმარებლო ფასს განსაზღვრავს რამდენიმე ძირითადი რგოლის — მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორისა და საცალო ქსელის — ურთიერთობა და მათი კომერციული პრინციპები. სწორედ ამ ჯაჭვის ანალიზმა აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია და არა გადაჭარბებულ მოგებაში.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისია ეყრდნობოდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მონაცემებს და მათი დასკვნების სანდოობაში ეჭვი არ არსებობს, განსაკუთრებით მსხვილი ქსელების შემთხვევაში.

დასკვნაში წარმოდგენილია ასევე სამეტაპიანი რეკომენდაციები — მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები. საშუალოვადიან პერსპექტივაში (6–9 თვე) იგეგმება სისტემური ცვლილებები, რომლებიც დაეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკებსა და არასამართლიანი ვაჭრობის რეგულირების მოდელებს. გრძელვადიან გეგმაში კი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და კერძო ეტიკეტის განვითარებას.

რაც შეეხება მოკლევადიან ნაბიჯებს, კომისია “ოცნების” ხელისუფლებას ურჩევს, აირჩიოს „რბილი ჩარევის“ გზა და თავი შეიკავოს ფასების პირდაპირი ადმინისტრირებისგან, რადგან, მათი შეფასებით, ეს უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე სარგებელს.

The post ფასების კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა გამოაქვეყნა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი