მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი გაათავისუფლეს – გავრცელებული ინფორმაციით, ასევე გათავისუფლებულები არიან ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში, ზაზა იაქაშვილი, ნათია გუბენკო და მაია კაციტაძე _ მარჯანიშვილის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ მსახიობმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ასევე სხვა მსახიობების თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ფორმულაც.
მარჯანიშვილის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა მსახიობმა ეკა ნიჟარაძემაც: “რა სიმბოლურია, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ეს მშრომელი ქალი ოცდათერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ (1995-2026) მარჯანიშვილის თეატრიდან გამომისტუმრეს ” _ წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.
The post მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი გაათავისუფლეს appeared first on გურია ნიუსი.