ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ ადამიანს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს ქუთაისში, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა სანადირო თოფით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც სამედიცინო დახმარების მიუხედავად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის ადგილზე მყოფმა პირმა კი, რომელმაც ბრალდებულთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) რაც თხუთმეტ წლამდე თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს წარედგინა. მეორე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, (განსაკუთრებით მძიმე… The post ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ ადამიანს ბრალი წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →