სიახლე

ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

მედიაცენტრი

ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 39 წლის მამაკაცია. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მაღაზიების თაროებზე აღმოჩენილი ბავშვთა საკვები, რომელიც ვირთხის საწამლავს შეიცავდა, დაკავშირებულია მხოლოდ ერთ პიროვნებასთან. ის კომპანიისგან 2 მილიონ ევროს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მოწამლულ ქილებს სუპერმარკეტებში განათავსებდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც მედია წერს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიცია დამატებით დეტალებს, მათ შორის, დაკავების ზუსტ ადგილსა და ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასაჯაროებს. The post ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი