სიახლე
რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და 268 დრონით შეუტია
მედიაცენტრი
რუსეთმა უკრაინის ხერსონის ოლქის დნეპროვსკის რაიონში სამოქალაქო ტრანსპორტს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა 60 წლის მამაკაცი, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა მეორე თავდასხმაც განახორციელეს, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარების მანქანა დაზიანდა. მედიკოსები არ დაშავებულან. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 მაისის ღამეს რუსებმა უკრაინას 268 უპილოტო საფრენი აპარატით და „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. უკრაინელებმა 249 დრონი ჩამოაგდეს. The post რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და 268 დრონით შეუტია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.