სიახლე

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო

მედიაცენტრი

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 2001 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. ,,პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია „მარიხუანა” და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი