სიახლე

ავტომობილის გატაცების გამო თბილისში 14 წლის მოზარდი დააკავეს

მედიაცენტრი

თბილისში, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ,,2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისასა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ავტომობილის გატაცების გამო თბილისში 14 წლის მოზარდი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი