სიახლე

ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მედიაცენტრი

თბილისში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება. მერიის ცნობით, შეზღუდვა 4 მაისის 10:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს. ინფრასტრუქტურულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს. ბუდაპეშტის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილები გადაადგილებას გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და პეკინის გამზირის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხვედრას სიმონ კანდელაკის ქუჩის გამოყენებით მოახერხებენ. ზურაბ ჟვანიას ქუჩიდან მირზა გელოვანის, ტაშკენტისა და ცხინვალის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ კანდელაკისა ან ლვოვის ქუჩების გავლით. The post ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი