სიახლე

ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა – რა წერია საქსტატის დასკვნაში

Alia

საქართველოში აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები 1.7%-ით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი საწვავის გაძვირება გახდა, რამაც განსაკუთრებით ტრანსპორტის ჯგუფი დააზარალა. ყველაზე მაღალი ზრდა სწორედ ტრანსპორტში დაფიქსირდა — 10.3%, რაც მნიშვნელოვნად აისახა საერთო ინფლაციაზე. გაიზარდა როგორც პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (15.1%), ასევე სატრანსპორტო მომსახურების (9.2%) ღირებულება. […] The post ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა – რა წერია საქსტატის დასკვნაში appeared first on .

პირველწყარო →

საქართველოში აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები 1.7%-ით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი საწვავის გაძვირება გახდა, რამაც განსაკუთრებით ტრანსპორტის ჯგუფი დააზარალა.

ყველაზე მაღალი ზრდა სწორედ ტრანსპორტში დაფიქსირდა — 10.3%, რაც მნიშვნელოვნად აისახა საერთო ინფლაციაზე. გაიზარდა როგორც პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (15.1%), ასევე სატრანსპორტო მომსახურების (9.2%) ღირებულება.

მნიშვნელოვნად გაძვირდა სურსათიც — ფასები 7.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული (21.3%), ხილი და ყურძენი (11.8%), ხორცი (10.1%) და ბოსტნეული (9.3%). ასევე გაიზარდა პურის, შაქრის, ზეთისა და რძის პროდუქტების ფასებიც.

კომუნალური გადასახადების მიმართულებით ფასები 6.5%-ით გაიზარდა, რაც ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას უკავშირდება. ყველაზე დიდი მატება ენერგორესურსებზე — 10.2% დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2024-2026 წლების პერიოდში ინფლაციის ყველაზე მაღალი დონეა.

ასევე გაძვირდა სხვადასხვა საქონელი და მომსახურება — 9%-ით, განსაკუთრებით პირადი ნივთები, დაზღვევა და ჰიგიენის პროდუქტები.

The post ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა – რა წერია საქსტატის დასკვნაში appeared first on .


მსგავსი