სიახლე

ტრამპმა ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაცია დაიწყო

GuriaNews

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბლოკირებული ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანა დაიწყო, რაც თეირანმა ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად შეაფასა, _ იუწყება „დოიჩე ველე“. კვირას, 3 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ-ის სამხედროები ირანის მიერ ჩაკეტილ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო გემების ესკორტს დაიწყებენ. ოპერაციას „თავისუფლების პროექტი“ ეწოდება. ტრამპმა ეს ჰუმანიტარულ ძალისხმევად შეაფასა, რათა დაეხმაროს […] The post ტრამპმა ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაცია დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბლოკირებული ჰორმუზის სრუტეში  ჩარჩენილი გემების გაყვანა დაიწყო, რაც თეირანმა ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად შეაფასა, _ იუწყება „დოიჩე ველე“.

კვირას, 3 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ-ის სამხედროები ირანის მიერ ჩაკეტილ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო გემების ესკორტს დაიწყებენ. ოპერაციას „თავისუფლების პროექტი“ ეწოდება.

ტრამპმა ეს ჰუმანიტარულ ძალისხმევად შეაფასა, რათა დაეხმაროს ასობით გემის ეკიპაჟს, რომლებიც სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ არიან ჩარჩენილები.

ამ დროისთვის სრუტეში მყოფი ორმა გემიდან მიღებული ინფორმაციით თანახმად, მათზე თავდასხმა გახორციელდა.

AXSMarine-ის ცნობით, 29 აპრილის მონაცემებით, ყურეში 900-ზე მეტი სავაჭრო გემი იმყოფებოდა.

The post ტრამპმა ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაცია დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი