სიახლე

ერთობლივი ფოტოს გადაღების დროს კობახიძე ზელენსკის მიესალმა

მედიაცენტრი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, როგორ ესალმებიან ერთმანეთს საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. წლევანდელი სამიტი, რომლის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. სამიტს 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა, კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ქვეყნების ლიდერები. ერევანში იმყოფება… The post ერთობლივი ფოტოს გადაღების დროს კობახიძე ზელენსკის მიესალმა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი