სიახლე

კალაძე ბრიტანეთის სანქციების “სიღრმეებში ჩავიდა” – რა დახვდა მას იქ?

Alia

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, “იმედის” და “პოსტვ”–ის დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან არასამართლიანად შეაფასა. მან გაიხსენა ოცნების ლიდერების სანქცირებაც და თქვა: “რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ ჩვენ? ამდენი წელია ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს და არის მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანი დამოკიდებულება, მუქარა, შანტაჟი. […] The post კალაძე ბრიტანეთის სანქციების “სიღრმეებში ჩავიდა” – რა დახვდა მას იქ? appeared first on .

პირველწყარო →

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, “იმედის” და “პოსტვ”–ის დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან არასამართლიანად შეაფასა. მან გაიხსენა ოცნების ლიდერების სანქცირებაც და თქვა:

“რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ ჩვენ? ამდენი წელია ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს და არის მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანი დამოკიდებულება, მუქარა, შანტაჟი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ევროპული ბიუროკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება”

კალაძეს არ უთქვამს, კონკრეტულად რისი შეცვლის იმედი აქვს.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების “იმედისა” და “პოსტვ”-ის
დასანქცირებას, კალაძე ამბობს:

“ტელევიზიებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არასამართლიანი
დამოკიდებულებაა. სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ არგუმენტი არ
არსებობს.”

მან ისაუბრა სუვერენიტეტზეც, თქვა, რომ პატივი უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ოღონდ არ უთქვამს, რა შუაშია ეს “იმედის” და “პოსტვ”–ის სანქცირებასთან და იმ მიზეზებთან, რის გამოც დასანქცირდნენ. რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­, იმ ქვეყნიდან, ქვეყნიდან, რომლის ნაწილიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, საქართველოს სუვერენიტეტის მდგენელია მისთვის?

ცნო­ბის­თვის, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს – „იმედ­სა“ და „POSTV“-ს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. დიდი ბრი­ტა­ნეთს მთავ­რო­ბის ცნო­ბით, „იმედ­სა“ და „POSTV“-ს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ, რო­გორც „რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ჩარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს“.

სან­ქცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ იმე­დი და POSTV „რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შე­სა­ხებ შეც­დო­მა­ში შემყვან ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­ზრახ ავ­რცე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ აუ­დი­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­ქარ­თვე­ლო­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი“.

 

The post კალაძე ბრიტანეთის სანქციების “სიღრმეებში ჩავიდა” – რა დახვდა მას იქ? appeared first on .


მსგავსი