სიახლე

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

მედიაცენტრი

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ „მარანჭალაში“ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. The post პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი