„ჰანტავირუსი ადამიანს მღრღნელებიდან გადაეცემა“ – რას იწვევს სასიკვდილო ვირუსი
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსზე — ჰანტავირუსზე ისაუბრა. როგორც ივანე ჩხაიძემ განაცხადა, აღნიშნული ვირუსი ადამიანს მღრღნელებიდან გადაეცემა და საკმაოდ მძიმე გართულებებით ხასიათდება. „ჰანტავირუსი მიეკუთვნება მძიმე გართულებებით მიმდინარე ვირუსების კატეგორიას და ძირითადად მღრღნელებიდან ადამიანს გადაეცემა. ეს მღრღნელები არიან: ვირთაგვა, თაგვი, ზაზუნა და სხვა. გადაცემის გზა ძირითადად აეროზოლურია — როდესაც მღრღნელების გამონაყოფი (ნერწყვი, განავალი ან შარდი) აორთქლდება და ადამიანი მას შეისუნთქავს. ასევე შესაძლებელია გადაცემა იმ შემთხვევაშიც, თუ განავალი ან შარდი მოხვდება საკვებ პროდუქტზე და ადამიანი მას მიიღებს, ან თუ… The post „ჰანტავირუსი ადამიანს მღრღნელებიდან გადაეცემა“ – რას იწვევს სასიკვდილო ვირუსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →