ლაშა ბექაურის ოპერაცია დასრულდა. ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხარის ოპერაცია საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ჩაუტარდა.
ოპერაციის შემდეგ გადაღებული ფოტო ლასამ ტავად გამოაქვეყნა წარწერით: „მზად ვართ ბრძოლისთვის 301“.
ოპერაცია მხრის ქირურგიის მიმართულებით, წამყვანმა ფრანგმა სპეციალისტებმა – პასკალ ბუალომ და ჟან-კრისტიან ბალესტრამ გაუკეთეს.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ საოპერაციო ხარჯები სრულად დააფინანსა.
ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.
The post ლაშა ბექაური კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს – „მზად ვართ ბრძოლისთვის 301“ appeared first on TTimes.GE.