ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.
ადგილობრივების ცნობით, ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სოფლის მიმდებარედ ვენახის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ცეცხლი გაუხსნეს.
მოკლული წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინდაბრუნდა.
მათივე თქმით, მომხდარს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება ანაგაში მცხოვრებ მამაკაცთან და ვარაუდობენ, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მომხდართან დაკავდირებით, დამატებით დეტალებს “მთავარი ამბები კახეთიდან” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
The post 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს appeared first on გურია ნიუსი.