სიახლე

,,ვმუშაობთ უკრაინა-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე” – ზელენსკი

მედიაცენტრი

,,ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც უკრაინა-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას რამდენიმე კვირის წინ, ბაქოში ვიზიტის დროს შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელებაზე ისაუბრა. ,,გავცვალეთ ჩვენ პარტნიორებთან ჩვენი კონტაქტების დეტალები და შევთანხმდით შემდეგ ნაბიჯებზე. ერთად, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, მეტი ძალა მოვუტანოთ ჩვენს ხალხს“, – წერს ზელენსკი. The post ,,ვმუშაობთ უკრაინა-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი