სიახლე
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპატრიარქოსთან მივიდნენ
მედიაცენტრი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპატრიარქოსთან მივიდნენ. ისინი ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ. მშობლების თქმით, მათ სურთ, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვები საპატრიარქოში მიიღონ და დალოცონ. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა, საპატრიარქოს სამი კვირის წინაც მისწერეს წერილი და დღესაც, თუმცა არცერთ ჯერზე საპატრიარქოსგან საპასუხო წერილი არ მიუღიათ. გასულ ღამეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მე-16 ღამე გაათენეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი სახელმწიფოსგან სამკურნალო მედიკამენტს ითხოვენ. The post დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპატრიარქოსთან მივიდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.