სატყეო სააგენტოს უფროსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ნახანძრალი ტყის აღდგენის პროცესს გაეცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის პროცესს გაეცნო. ადგილზე შეფასდა განხორციელებული სამუშაოები და აღდგენილი ტყის მიმდინარე მდგომარეობა. 2008 წელს, აგვისტოს ომის მოვლენების დროს, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარმა 950.9 ჰექტარი ფართობი მოიცვა, მათ შორის სრულად განადგურდა 250 ჰექტარი სოფელ დაბასთან. ტყის აღდგენის სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე 2013 წელს დაიწყო, თუმცა 2017 წელს განმეორებით მომხდარმა ხანძარმა აღდგენილი ფართობებიც დააზიანა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღდგენის ღონისძიებები 2017 წელსვე განაახლა და ჯამში კომპლექსური სამუშაოები 636 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, 144 ჰექტარზე 345 530 სხვადასხვა სახეობის… The post სატყეო სააგენტოს უფროსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ნახანძრალი ტყის აღდგენის პროცესს გაეცნო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →