სიახლე

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები საქართველოში, მათ შორის, გურიაში

GuriaNews

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72 ფაქტი გამოავლინეს. “ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 76 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის იმერეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა ლეჩხუმსა და […] The post ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები საქართველოში, მათ შორის, გურიაში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72  ფაქტი გამოავლინეს.

“ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 76 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის იმერეთში – 13,  სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4, ქვემო ქართლში – 20, კახეთში – 15, მცხეთა-მთიანეთში – 2, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 და შიდა ქართლში – 4 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, იანვარ-აპრილის პერიოდში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  263  ფაქტი”,_ წერია ეროვნული სატყეო სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები საქართველოში, მათ შორის, გურიაში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი