სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში – გვიან ღამით რესტორან “ფოროსმანში” ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მძიმე დანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ რესტორნის მფლობელი, გ.გ. დააკავა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
“პირველების” ინფორმაციით, გ.გ-ს , რესტორანში, დაბადების დღის სუფრაზე მყოფ ერთ-ერთ პირთან კონფლიქტი მოუვიდა, დაჭრილი კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.
წყარო “პირველებს” უყვება, რომ გ.გ. , რომელიც წარსულში ორჯერ, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, დაზარალებულს, თანხმლებ პირთან ერთად იმის გამო გაუსწორდა, რომ მან გაშველება სცადა.
დაზარალებული ახლა რეანიმაციაშია, მის კართან პოლიცია მორიგეობს, პირი კი, რომელიც გ.გ.-ს ახლდა, ამ დრომდე იძებნება.
შსს “პირველებს” უდასტურებს, რომ გ.გ. დაკავებულია, თუმცა მეორე პირთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. რაც შეეხება დაზარალებულს, კლინიკა “მედალფას” დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალოსიმძიმისაა და რეანიმაციულ გამყოფილებაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19/108 მუხლით მომდინარებს.
The post სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში – რესტორანში კაცი დაჭრეს appeared first on გურია ნიუსი.