სიახლე

14 000 ლარზე მეტი ნოდარ დუმბაძის ბიუსტისთვის -სად განათავსებენ მწერლის ბიუსტს ჩოხატაურში

GuriaNews

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში ნოდარ დუმბაძის ბიუსტის დადგმა იგეგმება. როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბიუსტს სკვერში განათავსებენ. ბიუსტის დამზადებისა და ჩამოსხმის სამუშაოების შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT260008719, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 29 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 8 მაისს იწყება, ხოლო 11 მაისს უნდა დამთავრდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 349 ლარია. სამუშაოს შესრულების […] The post 14 000 ლარზე მეტი ნოდარ დუმბაძის ბიუსტისთვის -სად განათავსებენ მწერლის ბიუსტს ჩოხატაურში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში ნოდარ დუმბაძის ბიუსტის დადგმა იგეგმება.

როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბიუსტს სკვერში განათავსებენ.

ბიუსტის დამზადებისა და ჩამოსხმის სამუშაოების შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერი  აუქციონის გარეშე NAT260008719, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 29 აპრილს გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 8 მაისს იწყება, ხოლო 11 მაისს უნდა დამთავრდეს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 349 ლარია.

სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღეა.

სამუშაოს შესრულების გარანტიის ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის

გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა, დეფექტების აღმოჩენიდან არა უმეტეს ერთი თვის ვადაში.

როგორც ცნობილია, ბიუსტი, რომელსაც ხიდისთავში დადგამენ ბრინჯაოსი იქნება.

The post 14 000 ლარზე მეტი ნოდარ დუმბაძის ბიუსტისთვის -სად განათავსებენ მწერლის ბიუსტს ჩოხატაურში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი