სიახლე

“აკრძალული აქვს ზარი და წერილი”- ელისო კილაძის შვილი მიმართვას ავრცელებს

GuriaNews

ელისო კილაძის შვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დავარღვიო სიჩუმე! რადგან ელისოს პირადი გვერდი დაბლოკილია, გამოიწერეთ ეს გვერდი Eliso Kiladze • ელისო კილაძე აქ დავდებ, მის შესახებ,ყველა სიახლეს. დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით. როგორც იცით, 25 მაისს არის ჩანიშნული წინა სასამართლო პროცესი. მინდა მივმართო ჟურნალისტებს , იურისტებს და საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ და […] The post “აკრძალული აქვს ზარი და წერილი”- ელისო კილაძის შვილი მიმართვას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ელისო კილაძის შვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დავარღვიო სიჩუმე! რადგან ელისოს პირადი გვერდი დაბლოკილია, გამოიწერეთ ეს გვერდი Eliso Kiladze • ელისო კილაძე 👈 აქ დავდებ, მის შესახებ,ყველა სიახლეს.

დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით. როგორც იცით, 25 მაისს არის ჩანიშნული წინა სასამართლო პროცესი. მინდა მივმართო ჟურნალისტებს , იურისტებს და საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ და შეიქმნას პეტიცია, სასამართლო პროცესების გახსნის და საჯაროობის მოთხოვნით! ოჯახის წევრები და ჟურნალისტები შეუშვან სასამართლო დარბაზში!

პროკურატურამ, საქმეს,გრიფით საიდუმლო დაადო.  არც მას, არც ოჯახის წევრებს და ადვოკატებს არ აქვთ საჯარო განცხადებების გაკეთების უფლება, საქმის მიმდინარეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში,ციხეში პირობების გამკაცრებით ემუქრებიან 56 წლის ქალს! ჟურნალისტს! მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმიანობის და შეუპოვრობის გამო!
არ აქვს ზარის განხორციელების უფლება, წერილის დაწერის ან მიღების უფლება.
3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია, 3 თვეა ადვოკატების სიტყვას ვენდობი, რომ მხნედაა და არაფერი უჭირს…

გახსენით სასამართლო პროცესი”,_ წერს ის.

ინფორმაციისთვის, „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს, – რომელიც 18 თებერვალს დააკავეს, – ედავებიან ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას. ბრალდება „ქოლცენტრებს“ უკავშირდება.

The post “აკრძალული აქვს ზარი და წერილი”- ელისო კილაძის შვილი მიმართვას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი