სიახლე

,,აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს” – აბას არაღჩი

მედიაცენტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ დაგმო ირანზე განხორციელებული ამერიკული დარტყმები მას შემდეგ, რაც დაძაბული ზავის ფონზე, გუშინ მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. „ყოველ ჯერზე, როდესაც მაგიდაზე დიპლომატიური გადაწყვეტა დევს, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს. მიზეზების მიუხედავად, შედეგი ყოველთვის ერთია: ირანელები ზეწოლას არასოდეს ეგუებიან, დიპლომატია კი ყოველთვის მსხვერპლია“, – დაწერა მან პლატფორმა X-ზე. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა სამიზნეში ამოიღეს ის ირანული სამხედრო ობიექტები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფ ამერიკულ ხომალდებზე თავდასხმაში. The post ,,აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს” – აბას არაღჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი