,,რა ჯანდაბა ხდება? გაერთეთ და ისიამოვნეთ” – ტრამპი
,,ომის დეპარტამენტმა საზოგადოებას განსახილველად და შესასწავლად წარუდგინა ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და ამოუცნობი საჰაერო ფენომენების შესახებ არსებული ფაილების პირველი ნაწილი”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სრული და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ჩემთვის დიდი პატივი იყო, ჩემი ადმინისტრაციისთვის დამევალებინა იმ სამთავრობო დოკუმენტების მოძიება და გასაჯაროება, რომლებიც ეხება უცხოპლანეტურ და არამიწიერ სიცოცხლეს, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. მაშინ, როდესაც წინა ადმინისტრაციებმა ვერ შეძლეს ამ საკითხში გამჭვირვალობის დაცვა, ამ ახალი დოკუმენტებისა და ვიდეოების საშუალებით, ხალხს თავად შეუძლია გადაწყვიტოს: „რა ჯანდაბა ხდება?“ გაერთეთ და ისიამოვნეთ!“ – აღნიშნა ტრამპმა. The post ,,რა ჯანდაბა ხდება? გაერთეთ და ისიამოვნეთ” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →