,,ახალი პატრიარქის ვინაობას გადათვლის შემდეგ, მეუფე ანანია გამოაცხადებს” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
,,ახალი პატრიარქის ვინაობას, კენჭისტრის დასრულების და შედეგების გადათვლის შემდეგ, მეუფე ანანია გამოაცხადებს. ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტი. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე, მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში, ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი ხვალვე გამოცხადდება, რომელსაც მეუფე ანანია გამოაცხადებს. ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე”, – განმარტა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. The post ,,ახალი პატრიარქის ვინაობას გადათვლის შემდეგ, მეუფე ანანია გამოაცხადებს” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →