პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „სამოკავშირეო თანამშრომლობის“ შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ ითვალისწინებს „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას. დოკუმენტის თანახმად, ე.წ. მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, „შეთანხმდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების თანდათან გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე და განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე“. პუტინის თქმით, დოკუმენტი აუმჯობესებს ხელშეკრულებით-სამართლებრივ ბაზას და მიზნად ისახავს… The post პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „სამოკავშირეო თანამშრომლობის“ შეთანხმების რატ…
პირველწყარო →