„გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ გზას, რაც ილია მეორემ დაიწყო“ – დეკანოზი შალვა კეკელია
„მთელ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას, იცით, რომ ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგიტოვა ეკლესია, რაც დღეს არის ღვთის მადლით“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ. „დღეს როცა ვისხედით კრებაზე, ვფიქრობდით იმაზე, თუ რა ეკლესია დახვდა პატრიარქს, დღეს როგორი ეკლესიაა. ამდენი ტაძარი, ამდენი მონასტერი. ღვთის მადლით, ჩვენ გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ იმით, რომ ეკლესია არის ერთიანი, მყარი და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს. მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ. ბედნიერები იყავით და დატკბით ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით“, – აღნიშნა… The post „გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ გზას, რაც ილია მეორემ დაიწყო“ – დეკანოზი შალვა კეკელია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →