,,ევროკავშირის ორ სახელმწიფოს უკრაინასთან მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის გადადება სურს” – მედია
უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინა მიისწრაფვის, ივნისის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერი გახსნას, თუმცა ამას ორი ქვეყანა ეწინააღმდეგება. გამოცემის წყაროების თქმით, ევროკავშირში მხარს უჭერენ ივნისის ბოლომდე პირველი, ფუნდამენტური კლასტერის „საფუძვლების“ გახსნას. ამასთანავე, ორი სახელმწიფო დანარჩენი ხუთი კლასტერის გახსნის გადადებას ითხოვს, წინასწარი ვარაუდით – შემოდგომამდე. წყაროების ინფორმაციით, იმ ვადების გადაწევას, რომლებსაც უკრაინა ითხოვს, პოლონეთი და საფრანგეთი სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს უნგრეთი ბლოკავდა. აპრილში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის პოზიცია შეცვალა, თუმცა უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას… The post ,,ევროკავშირის ორ სახელმწიფოს უკრაინასთან მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის გადადება სურს” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი -…
პირველწყარო →