თბილისსა და ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა
თბილისისა და ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების მომატებული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პორტალის მონაცემებით, ცალკეულ ლოკაციებზე აზოტის დიოქსიდისა (NO₂) და ბენზოლის (C₆H₆) კონცენტრაცია ნორმას აღემატება. ამ დროისთვის ჰაერის ხარისხი „ცუდად“ ფასდება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი N6 — მომატებულია აზოტის დიოქსიდის (NO₂) მაჩვენებელი; ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორია — მომატებულია აზოტის დიოქსიდის (NO₂) დონე; ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა N28, ტერმინალის მიმდებარე ტერიტორია — დაფიქსირებულია ბენზოლის (C₆H₆) მომატებული კონცენტრაცია. რაც შეეხება ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს, მონიტორინგის პორტალის მონაცემებით, საქართველოს სხვა ქალაქებში ჰაერის ხარისხი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი, კარგი ან ძალიან კარგია.… The post თბილისსა და ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →