სიახლე

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

MegaTV

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.36%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 86.39 დოლარია (კვირის დასაწყისში 80 დოლარი), რაც ერთდღიან ჭრილში 1.68%-ით მომატებული […]

პირველწყარო →

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.36%-იან მატებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 86.39 დოლარია (კვირის დასაწყისში 80 დოლარი), რაც ერთდღიან ჭრილში 1.68%-ით მომატებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულება აქ შემცირებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 411 ლარი ღირს, 750 სინჯის – 308 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 240 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.58 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 6.06 ლარი ღირს.


მსგავსი