სიახლე

დანელიას ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა

მედიაცენტრი

თბილისში, ნაფეტვრების გზაზე, დანელიას ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა. ჩამოშლილი კლდის ქვეშ მძიმე ტექნიკა მოყვა, მძღოლმა კი გადმოხტომა მოასწრო. მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ადგილზე იმყოფება როგორც პოლიცია, ისე გეოლოგები. ჩამოშლილი კლდის თავზე კი ახალაშენებული საცხოვრებელი სახლებია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ ჰქონდათ 2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, აქ მშენებლობა კატეგორიულად აკრძალულია. სამშენებლო სამუშაოებს კი “იდეა დეველოპმენტი“ ახორციელებდა, საუბარია კორპუსის მშენებლობაზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ “იდეა პანორამა 2-ის” მშენებლობა შეაჩერა და მშენებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 30 000 ლარით დააჯარიმა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო… The post დანელიას ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი