სიახლე

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

Alia

მიკროავტობუსით, მინივენით მგზავრობას რომ საშიშად აღიქვამს ადამიანთა ნაწილი, შეგიმჩნევია? და ან შენთვის არავის ურჩევია – არ წახვიდე რა მიკროავტობუსითო? ან არ იქირაო მიკროავტობუსიო? შენი აზრით, საიდან მოდის ეს შიში? როგორ გგონია, სტატისტიკურად, ფეხით მოსიარულე პირი უფრო დიდი საფრთხის ქვეშაა, თუ მიკროავტობუსით? და მსუბუქ მანქანას ვინც ქირაობს, ის უფრო ნაკლები საფრთხის ქვეშაა, ვიდრე მიკროავტობუსის დამქირავებელი? საერთოდაც, […] The post სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად? appeared first on .

პირველწყარო →

მიკროავტობუსით, მინივენით მგზავრობას რომ საშიშად აღიქვამს ადამიანთა ნაწილი, შეგიმჩნევია? და ან შენთვის არავის ურჩევია – არ წახვიდე რა მიკროავტობუსითო? ან არ იქირაო მიკროავტობუსიო?

შენი აზრით, საიდან მოდის ეს შიში? როგორ გგონია, სტატისტიკურად, ფეხით მოსიარულე პირი უფრო დიდი საფრთხის ქვეშაა, თუ მიკროავტობუსით? და მსუბუქ მანქანას ვინც ქირაობს, ის უფრო ნაკლები საფრთხის ქვეშაა, ვიდრე მიკროავტობუსის დამქირავებელი? საერთოდაც, სულაც რომ გადაფრინდე, თვითმფრინავს მეტი პრობლემა ექმნება სტატისტიკურად, თუ მიკროავტობუსს? – განა რამე მსგავს მონაცემს ეყრდნობა ეს შიში? – ნურას უკაცრავად, ყველაფერი იმდენად მარტივი და ბანალურია, ზუსტად ვიცი, რომ წაიკითხავ, გაიფიქრებ: „ოჰ, ეს რა მარტივი რამე ყოფილა, ცოტათი რომ დავფიქრებულიყავი, მეც ხომ ვიტყოდი ამას“.

მიკროავტობუსის შიში იწყება ფეხის შედგმისთანავე, რადგან შენ, მოზრდილ სივრცეში, კარგავ კონტროლს საკუთარ გადაადგილებაზე და ექცევი მძღოლის ავტონომიურ სამფლობელოში. მიკროავტობუსის მძღოლს ადამიანების ნაწილი ვერ აღიქვამს სერვისის მომწოდებლად, მას აღიქვამენ კაპიტნად, რომლის პირად განწყობაზეცაა დამოკიდებული მათი მგზავრობის ხარისხი.

შესაბამისად, თვლი, რომ შენი ყოველი თხოვნა – გაჩერება იქნება, ფანჯრის ჩაწევა-აწევა თუ ნებისმიერი დეტალი – აღქმული იქნება მძღოლისთვის დისკომფორტად და ეს წინასწარ განერვიულებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც კი იცი, დაგჭირდება თუ არა რამის თხოვნა.

და თუ მაინც ითხოვე რაიმე, შეიძლება გვერდიდან ვინმემ იდაყვიც გაგკრას და გირჩიოს, გაჩუმდე, რათა მძღოლი არ შეაწუხო, მძღოლი არ გაანერვიულო – მისთვისაც კაპიტანია. ისიც ასე თვლის, რომ მის განწყობაზეა დამოკიდებული მისი მგზავრობა კი არა, სიცოცხლე, და შენგან, სხვა მგზავრისგან, მძღოლს კი არ იცავს ამ გზით, არამედ თავის უსაფრთხოებას.

სდუმს – გაბრაზებულია!

მძღოლს ბევრი რამის კონტროლი უწევს მიკროავტობუსის ტარებისას: ქუჩები უმეტესად გადატვირთულია ქალაქში, სოფლებში კი – გაფუჭებული, ამიტომ უმეტესად სდუმს და ცდილობს კონცენტრაციას.

– ნახე, რა სახით მიჰყავს და როგორ ჩუმად? ეტყობა, გაბრაზებულია, – ირთვება შიშის კიდევ ერთი სიგნალი და ფიქრობ, რომ ახლა უკვე ნამდვილად აღარ შეგიჩერებს 2 წუთით, რანაირადაც უნდა სთხოვო.

მუსიკალური ძალადობა

ამ სტერეოტიპში ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეტალია – მგზავრთა ნაწილი თვლის, რომ იმდენი საათი უნდა უსმინოს მძღოლის საყვარელ მუსიკას, რამდენი საათიც მგზავრობს და იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის მუსიკალურ გემოვნებას ვერ ემთხვევა, წინასწარაც კი სვამს თავის ტკივილის გამაყუჩებელს. იმის რწმენა, რომ მძღოლისთვის არ შეგიძლია მუსიკის გადართვის თხოვნა, კიდევ უფრო უსუსურად გაგრძნობინებს თავს და შიშიც მეტად იზრდება.

რეალობა ბევრად ბანალურია, მძღოლისთვის მუსიკა გზაში ფხიზლად ყოფნის საშუალებაა, მგზავრისთვის კი – ხმაური, რომელიც დასვენებაში უშლის ხელს.

ყოველთვის ჩქარობს

მგზავრთა ნაწილი თვლის, რომ მიკროავტობუსის მძღოლი ყოველთვის ჩქარობს და მისი 30-წლიანი გამოცდილებაც სულ ბეწვის ხიდია. არადა, ვის შეუძლია ბეწვის ხიდზე 30-წლიანი სიარული ჩამოვარდნის გარეშე?

საქმე ისაა, რომ მიკროავტობუსს დიდ ავტობუსზე უკეთ შეუძლია მანევრირება; სიჩქარე კი დასაშვებ ზღვარს ბევრად თუ ჩამოცდა, ეგაც საფრთხეა. მძღოლი მაინცდამაინც კანონდამრღვევი და თავში ავარდნილი რომ გგონია, იქნებ თავდაჯერებულია, რადგან პროფესიონალია?

და მაინც, რა გგონია რატომ გვეშინია მიკროავტობუსების მძღოლების? – არც გეშინია! ეს შიში კონკრეტული მძღოლის შიში კი არაა, არამედ მისი სოციალური სტატუსის. გვეშინია იმის, რომ მის მანქანაში მისი წესებია. არა ისე, როგორც თვითმფრინავში, სადაც კომპანია ადგენს, არამედ პირადად ამ ერთი ცალი ადამიანის, ვინც საჭესთან ზის. გეშინია სივრცის, სადაც ბევრად მეტი ადამიანი ზის, ვიდრე მსუბუქ მანქანაში. რეალობა კი ისაა, რომ მიკროავტობუსის მძღოლებს, აქეთ ეშინიათ ხოლმე მგზავრების, ვერც კი იფიქრებენ, რომ მათ სოციალურ სტატუსს ამხელა სტერეოტიპის შექმნა შეუძლია. რაც მეტად გეშინია, მით მეტად გაღიზიანებული ხარ, მით მეტად დაძაბულია აურა, მძღოლმა კი იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სიმშვიდე სალონში, ამიტომაც, მას მართლა აქეთ ეშინია სიმშვიდის დარღვევის. 

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს მძღოლიც ისეთივე მგზავრია, როგორიც ჩვენ, ოღონდ მას ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილი უკავია, ან რომ ისიც თქვენი გუნდის წევრია და არა მოწინააღმდეგე. ოღონდ მე არ მგონია, რომ მაგის წარმოდგენა ასეთი ადვილი იყოს ან მარტივად აქრობდეს შიშს. მე ვთვლი, რომ სჯობს, ყველა დეტალი გაიარო საკუთარ თავთან და დარწმუნდე, რომ საშიში არაფერია.

რომ მძღოლის დუმილი და უემოციო სახე გაბრაზებას არ ნიშნავს და არც უპატივცემულობას; პირიქით, ის ცდილობს კონცენტრირებული იყოს. პროფესიონალი მძღოლის მთავარი ინტერესია სიმშვიდე სალონში, ამიტომ ნებისმიერ ადეკვატურ თხოვნას აკმაყოფილებს. მას არ სჭირდება კონფლიქტი მგზავრებთან – ეს ენერგიას და დროს აკარგვინებს.

მიესალმე და რამე უთხარი, რამდენიმე სტანდარტული ფრაზით მაინც: „როდის ჩავალთ?“, „გზაში რამდენჯერ აჩერებთ?“ და ა.შ. მისი პასუხები დაგარწმუნებს, რომ საჭესთან ჩვეულებრივი ადამიანია. თუ გზად დაისვენებთ, იქნებ შეკრების ყველაზე მხიარული და ენერგიული წევრიც კი იყოს.

მიკროავტობუსი vs მსუბუქი მანქანა – უტყუარი მათემატიკა

თუ სადმე წასვლას გადაწყვეტთ მეგობრები, ან ოჯახის ახლობლებს უნდა დახვდეთ და არჩევანი ასე დგას: მსუბუქი მანქანა თუ მიკროავტობუსი? გილოცავ, მათემატიკა უმარტივესად გადაჭრის ამ საკითხს და პრაგმატული გათვლებით გიპასუხებს.

საწვავი

მიკროავტობუსი, ალბათ, მეტს დაწვავს, ხომ, ვიდრე მსუბუქი მანქანა? სცდები. და თუ მაინც ერთი მიკროავტობუსი წვავს ერთ მსუბუქ მანქანაზე მეტ საწვავს – კიდევ უფრო მეტად სცდები და საქმეში ერთვება მათემატიკა. ადამიანთა იმ რაოდენობისთვის, რამდენიც მიკროავტობუსს გადაჰყავს, სამი მსუბუქი მანქანაა საჭირო და არა – ერთი. თუ, დავუშვათ, სამი მსუბუქი მანქანა 100 კილომეტრზე წვავს საშუალოდ 25–30 ლიტრ საწვავს, თანამედროვე მიკროავტობუსი იგივე გზასა და მანძილზე დაწვავს 10–12 ლიტრ საწვავს. სხვაობა 15–18 ლიტრია, ანუ ორჯერ მეტი. ეს კი ნიშნავს ორჯერ ნაკლები ფულის გადახდას. თუ გზა დიდია, საკმაოდ მსუყე დანაზოგი გამოდის.

უხილავი ხარჯები

როცა შენს ავტომობილზე მხოლოდ საწვავს ითვლი ხარჯად, ეს ყოველთვის შეცდომაა. აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ცვეთა – ყოველი გავლილი ასეულობით კილომეტრი რომელიმე ნაწილის გამოცვლასთან გაახლოვებს. ასევე ამორტიზაცია – ყოველი 500 კილომეტრი შენი მანქანის ზეთს, საბურავებსა და სავალ ნაწილებს აზიანებს. თუ მიკროავტობუსს ქირაობ, ეს ხარჯიც ქირის ფულში შედის. და მესამე – პარკინგი: სამი მსუბუქი მანქანის დაპარკინგება ქალაქის ცენტრში ან ვიწრო ეზოში ან შეუძლებელია, ან ძალიან ძვირი. ერთი მიკროავტობუსი კი მხოლოდ ერთ საპარკინგე ადგილს საჭიროებს.

ბლოგის ზედა ნაწილში მათემატიკა დამთავრდა და ახლა შეგვიძლია უკვე კომფორტსა და დისკომფორტზეც ვისაუბროთ.

სამი მსუბუქი მანქანა ნიშნავს სამ მძღოლს სამეგობროდან ან საახლობლოდან, იქნებ კორპორატიულიდან და თანამშრომლებიდან. შესაბამისად, ეს ნიშნავს ჯგუფში სამ დაღლილ ადამიანს, რომლებსაც დანიშნულების ადგილზე მხოლოდ ძილი უნდათ.

თუ მიკროავტობუსს მძღოლის მომსახურებით იქირავებ, პროფესიონალი მძღოლიც გყავს და სამი ადამიანი შენი ჯგუფიდან სრულფასოვნად ირგებს მოგზაურობას, პიკნიკს ან სრულყოფილად ერთვება საქმეში, რისთვისაც მიდიხართ.

ამას დამატებული დრო – მესამე მანქანა არ ჩანს, დაველოდოთ, ან არასწორი კოორდინაცია, ან ხომ არ გადაუხვია და გზა ხომ არ შეეშალა. გასათვალისწინებელია კომუნიკაციაც: მიკროავტობუსში ყველა ერთად ბევრად ხალისიანად მგზავრობთ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიკროავტობუსის შიში მხოლოდ სტერეოტიპია. მიკროავტობუსის მომსახურების ქირაობით ხარჯავ ნაკლებს, იგებ მეტს: მეტ ფულს, მეტ დროს, მეტ მხიარულებას, მეტ ენერგიულ ადამიანს, მეტ კომფორტს.

სად ვიქირავებ მიკროავტობუსს ხელსაყრელი პირობებით?

მიკროავტობუსიც ხომ რკინაა და რკინეულების მაღაზიაში? არა? სადღაც იქნებიან თავმოყრილნი ერთად „მარშუტკები“ და სადღაც იქნება „მარშუტკის გაქირავება“ – ბანერები გამოკრული, არ გინახავს?

მე შემხვდა ამას წინათ, კი, ნამდვილად ვნახე. თავისუფლებაზე ვიყავი, იქიდან ეკასთან გავიარე კეკელიძეზე, აივანზე ყავა დავლიეთ. ისეთი სასიამოვნო იყო – არც ციოდა, არც ცხელოდა და თანაც აივანზე უკვე ყვაოდნენ ვარდები. უკანა გზაზე ვნახე. ტაქსით წამოვედი უკან და არა, ტაქსის მძღოლსაც არ უთქვამს.

სახლში მოსვლამდე მზიკომ დამირეკა, თუ გზაში ხარ, ყავას დავადგამო და ყავიდან ყავაზე მისვლამდე ვნახე სადღაც. და რაღა სადღაც, ტელეფონში ვნახე, ხალხო! არა, რა ტაქსის მძღოლის ტელეფონში, ჩემს ტელეფონში ვნახე. უფრო სწორად, ტელეფონში კი არა და ინტერნეტში. დაფიცება შემიძლია: ტაქსის მძღოლი რომ ამბობდა, ან გაწვიმდეს, ან მზემ დააცხუნოსო, მაგ დროს შემხვდა ზუსტად.

საიტი ყოფილა, სადაც ბანერი ბანერზეა: „მიკროავტობუსის დაქირავება“, „ქირავდება სპრინტერი“, „მიკროავტობუსის მომსახურება“, „მიკროავტობუსი დაკვეთით“, „მიკროავტობუსი მძღოლით“ – იმდენი ფოტო და განცხადებაა, არც ვიცოდი, ამ ქვეყანაში ამდენი მიკროავტობუსი თუ იყო.

ყურადღებით გაეცანი კომენტარებს, მომხმარებლები წერენ საკუთარ გამოცდილებაზე. პრაქტიკულად, ცალკე სამყარო არსებობს, თურმე, მიკროავტობუსებისა და იმ ხალხისთვის, ვინც უკვე გამოიყენა მათი მომსახურება, ვინც იქირავა და დაზოგა დრო, ფული და არ დაზოგა კომფორტი, გართობა, კარგი მოგონებები. რაც მთავარია, ამ სამყაროში შესვლა და არჩევა სრულიად უფასოა. ამიტომ შეინახე შენც, თორემ ალბათობა იმისა, რომ ერთხელაც ტაქსის მძღოლი შენს გასაგონად ეტყვის ცას: „ან გაწვიმდი და ან მზემ დააცხუნოსო“ და ამ დროს ტელეფონს ჩამოსქროლავ და ზუსტად ამ საიტის ამ გვერდს იპოვი – არც ისე დიდი უნდა იყოს, ამას უკვე მათემატიკის გარეშეც გეტყვი.

(R)

The post სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად? appeared first on .


მსგავსი