ევროპარლამენტმა TV იმედს საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა.
მედიის ცნობით, “TV იმედი, რუსთავი 2 და POSTV ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიას”, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება წარმოდგენილი.
განცხადებას, რომლითაც აღნიშნულ მედიებს აკრედიტაციაზე უარის უთხრეს, TV იმედი ავრცელებს.
“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის და მოლდოვის რესპუბლიკაში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის შესაბამისად. პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა”. – ნათქვამია განცხადებაში.
The post ევროპარლამენტმა TV იმედს საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა appeared first on გურია ნიუსი.