რუსებმა კიევს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი
News.ge
რუსულმა ძალებმა წუხელ კიევს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დარნიცკის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ხალხია ჩარჩენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის დარნიცკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 16 […]
რუსულმა ძალებმა წუხელ კიევს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დარნიცკის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ხალხია ჩარჩენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის დარნიცკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 16 ადამიანი.