სიახლე
დააკავეს კაცი, რომელმაც შშმ გერზე და ცოლზე იძალადა
მედიაცენტრი
ხაშურში ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ. ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით ასევე განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 150-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post დააკავეს კაცი, რომელმაც შშმ გერზე და ცოლზე იძალადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.