სიახლე

,,შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო გასაგები ხდება” – ერდოღანი

მედიაცენტრი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო გასაგები ხდება. „ვცდილობთ უფრო მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოვახდინოთ ყაზახეთიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით მსოფლიოში ნედლი ნავთობის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია. ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობა, რომელიც აბრეშუმის გზის ანალოგია, დღითიდღე უფრო გასაგები ხდება. აღნიშნული დერეფნის განვითარებას ყაზახეთთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ არა მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად, არამედ დასავლეთში ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის“, – აღნიშნული განცხადება თურქეთის ლიდერმა ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარტ თოყაევთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. The post ,,შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო გასაგები ხდება” – ერდოღანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი