სიახლე

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ თაღლითობისთვის ძებნილი პოლონეთის მოქალაქე – შსს

Batumelebi

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. The post ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ თაღლითობისთვის ძებნილი პოლონეთის მოქალაქე – შსს appeared first on Batumelebi.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი