სიახლე

სპეცოპერაცია „CACHABA“ – ესპანეთში ბინების ქურდობისთვის ქართველების დაჯგუფება დააკავეს

მედიაცენტრი

ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში მძარცველების დაჯგუფება დააკავეს, რომლებიც 13 პირისგან შედგებოდა. დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა – ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ, და ესპანური შტოსგან, რომელებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ. დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ. სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გუადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა. გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post სპეცოპერაცია „CACHABA“ – ესპანეთში ბინების ქურდობისთვის ქართველების დაჯგუფება დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი