,,ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია. „დღეს ღამით, ჩემი ბრძანებით, მამაცმა აშშ-ისა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა უნაკლოდ განახორციელეს ზედმიწევნით დაგეგმილი და ძალიან რთული მისია, მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტის ლიკვიდაციისთვის. აბუ-ბილალ ალ-მინუკი, მსოფლიოში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგით მეორე პირი, ფიქრობდა, რომ აფრიკაში დამალვას შეძლებდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ წყაროები გვყავს, რომლებიც მისი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. მისი ლიკვიდაციით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური ოპერაცია მნიშვნელოვნად დასუსტდა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე. The post ,,ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →