სიახლე

ტრამპისა და პუტინის შემდეგ ჩინეთში ჩასვლის სურვილი სერბეთის პრეზიდენტმაც გამოთქვა

მედიაცენტრი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ ისიც ჩინეთში ჩავა. როგორც სერბეთის ლიდერმა განაცხადა, ჩინეთში მისი ვიზიტი პოლიტიკური კარიერის გვირგვინად იქცევა. „დადასტურებას ველოდებით. ვხედავ, რომ პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში 19-20 მაისს ჩავა, ხოლო ჩვენ რამდენიმე დღის შემდეგ გავემგზავრებით. ჩინეთში ვიზიტი შედეგიანი იქნება. ჩინეთში ექსპორტი 330 ჯერ გავზარდეთ. ქვეყანაში არცერთი ჩინური ქარხანა არ გვქონდა, ხოლო ახლა მათი რიცხვი 37-ს აღწევს“, – აღნიშნა ვუჩიჩმა. The post ტრამპისა და პუტინის შემდეგ ჩინეთში ჩასვლის სურვილი სერბეთის პრეზიდენტმაც გამოთქვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი